logo
ENG



კელი დეგნანი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე: ეს იყო სწორი გადაწყვეტილება

20 მაი 202016:14
3 წუთის საკითხავი
 

„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“, - ასე აფასებს ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. 

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე წინ დააყენა. ამერიკის ელჩი საქართველოსი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნებისთვის სამართლიანი და გამჭვირვალე წინაპირობა იქნება შექმნილი. 

„ჩემი როლი არ მდგომარეობს, იმაში რომ კონკრეტულ კატეგორიებს მივაკუთვნო ადამიანები. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ ეს მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო და მან ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე წინ დააყენა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა დაეხმარება შეიქმნას პირობები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებითვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


close დახურვა